მივესალმებით ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც მიანიშნებს, რომ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი მხარს უჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიზანს, გაგზავნოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი პარასკევს გამართული სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რაც შეიძლება მალე უნდა განახორციელოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინსპექტირება, მალე, რათა ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობა შეაფასოს.
კრემლის მტკიცებით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა მასშტაბური კატასტროფის საშიშროებას ქმნის.