რუსეთმა მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლაივი კიდევ ერთხელ დაბომბეს, ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი „ტელეგრამში“ წერს.
„20 აგვისტოს ღამით, მიკოლაივზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მტერმა ქალაქს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყა“, - წერს კიმი.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს პერვომაისკის, შიროკოესა და ბერეზნეგოვატოეს თემებსაც. ამასთან, მიკოლაივის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის, ანა ზამაზეევას ცნობით, ოლქში, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და განადგურდა.
მისივე თქმით, მიკოლაივის ოლქში, გასული დღის განმავლობაში სამი ადამიანი დაშავდა.

























