რუსული მედიის ცნობით, მარიუპოლის ე.წ. მერის მკვლელობა სცადეს

დროებით ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერის, კონსტანტინე ივაშჩენკოს მკვლელობა სცადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, ქალაქის ზოოპარკის შესასვლელთან, მაშინ, როცა იქ ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ. მერი იმყოფებოდა, აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

























