უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული

უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და უკრაინის ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.

„დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს უჩვენეს უკრაინული პატრიოტული ვიდეო რგოლი თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024