14.07.2025 / 09:02
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თურქ კოლეგასთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ისაუბრა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს განუცხადა, რომ რუსული სუბიექტები და კერძო პირები ცდილობენ თურქეთი დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების და აღსრულების მიმდინარე ძალისხმევა.

თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა თურქეთის ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და უკრაინასთან, თუმცა ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ ის არ დაუშვებს სანქციების დარღვევას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ