ანალენა ბერბოკი - გერმანიამ უნდა გააგრძელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ალტერნატივა იქნება მილიონობით ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვება

ანალენა ბერბოკი - გერმანიამ უნდა გააგრძელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ალტერნატივა იქნება  მილიონობით ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვება

გერმანიამ უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რუსი ოკუპანტების შემდგომი წინსვლის აღკვეთის მიზნით, - გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა,

„თუ ამჟამად შეუძლებელია ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან არაფერი გავაკეთოთ, ან ვთქვათ, რომ გავუწევთ სამხედრო მხარდაჭერას, რათა რუსეთის შემდგომი წინსვლის აღკვეთა მოხდეს, რადგან ალტერნატივა იქნება მილიონობით ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვება“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან საუბარია უკრაინაში ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე.