რუსულმა ძალებმა ხარკოვი ბელგოროდიდან დაბომბეს

რუსებმა ბელგოროდის მხრიდან ხარკოვი რაკეტებით დაბომბეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმა კიევის რაიონში განხორციელდა, რის შედეგადაც ორსართულიანი შენობა განადგურდა და მცირე ხანძარი გაჩნდა.

„მტერმა ინფრასტრუქტურული ობიექტი ბელგოროდიდან დაბომბა. განადგურდა ორსართულიანი შენობა. მცირე ხანძარი გაჩნდა“, - აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება