გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი „გრადით“ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი რაიონი, ნიკოპოლი, კრივორიზი და სინელნიკოვი დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

„ნიკოპოლი ღამის განმავლობაში სამჯერ დაიბომბა „გრადით“ და ქვემეხებით. 42 რუსული ჭურვი საცხოვრებელ კვარტალში ჩავარდა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

დაღუპულების ან დაშავებულები შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს