დმიტრო კულება - უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი მხოლოდ უნგრეთმა და ავსტრიამ განაცხადეს

დმიტრო კულება - უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი მხოლოდ უნგრეთმა და ავსტრიამ განაცხადეს

უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარი ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთმა და ავსტრიამ განაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად კანონმდებლობაც კი შეცვალა.

„უნგრეთის და ავსტრიის გარდა, ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ტაბუ ევროპის არცერთი ქვეყნისთვის არ არის“, - აღნიშნა კულებამ.

ამასთან, მისი თქმით, პრობლემა არის ის, როცა ისინი მომხრეები არიან, მაგრამ პრაქტიკულ ასპექტში არსებობს ბევრი რამ, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში კი პარტნიორებს შორის შიდაპოლიტიკური დისკუსიების ყოველი დღე უკრაინას ფრონტზე ყოველდღიურ დანაკარგად უჯდება.