შეერთებულ შტატებს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს მომავალში ახალ თავდასხმებს გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად უახლოეს დღეებში. შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა წყარომ სააგენტოსთა საუბარში.
როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.