სოსო გოგაშვილი - მივმართავ „შემსრულებლებს“, ვინც დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, გაყალბებით - ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და უმკაცრესად აგებთ პასუხს

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, როგორც თავად აცხადებს, ის მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან „მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლითა და გაყალბებით“.

როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, ეს პირები არიან „ორმაგი დამნაშავეები“ და ემსახურებიან „რაშისტულ ოცნებას“.

„მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ „შემსრულებლებს“, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით - ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს“, - წერია სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა