ტაივანის პრეზიდენტი - ჩინეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს თუ ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი აცხადებს, რომ ჩინეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.

ცაი ინ-ვენმა აღნიშნული განცხადება ტაივანის დასაპყრობად ჩინეთის არმიის წარუმატებელი მცდელობის 60 წლის წინ~თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„60 წლის წინ გამართულმა ბრძოლამ დაიცვა ტაივანი და მსოფლიოს ამცნო, რომ ვერცერთი საფრთხე ვერ შეძლებს ტაივანელ ხალხს საკუთარი სამშობლოს დაცვაზე ხელი ააღებინოს. ის, რაც შეგვიძლია ჩვენს მტერს შევატყობინოთ არის ის, რომ ტაივანი მზადაა საკუთარი თავის დასაცავად. ჩინეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს თუ ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ეწვია, რამაც ოფიციალური პეკინის აღშფოთება გამოიწვია. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა