გაეროს უშიშროების საბჭო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დღეს სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.
სხდომა რუსეთმა მოიწვია და ის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მედიის ცნობით, უშიშროების საბჭო უნდა ელოდეს, რომ მოისმენს რუსეთის მხრიდან უკრაინისა და შეერთებული შტატების დადანაშაულებას ელექტროსადგურის დაბომბვაში, ხოლო აშშ და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კი ოფიციალურ მოსკოვს რადიაციული გაჟონვის მუქარაში დაადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს და მარტიდან რუსეთის ოკუპაციისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება.

























