ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე  - ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არ ვართ დაინტერესებული მისით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, თავდამსხმელი უკრაინელი ქალი იყო, რომელიც რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად.

დუგინას ავტომობილში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების დისტანციური აფეთქების შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თქმით, თავდამსხმელმა ქალმა და მისმა ქალიშვილმა რუსეთი ავტომობილით დატოვეს და ესტონეთში გადავიდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს