ოლექსი რეზნიკოვი - ომის ყველაზე უფრო ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, ბრძოლის ველის სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ

ოლექსი რეზნიკოვი - ომის ყველაზე უფრო ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, ბრძოლის ველის სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის ყველაზე ცუდ სცენარი უკან მოიტოვა და ბრძოლის ველისა და ხაზების სტაბილიზაციის ეტაპზეა.

„ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით ბრძოლის ველისა და ხაზების სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ და შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოებაში „დაღლილობის სინდრომია“.

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ომით დაიღალოს, რეზნიკოვმა უპასუხა: „მე ამას დაღლილობის სინდრომს ვეძახი და ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.