გაერო-ში რუსეთის ელჩი - მოწოდებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ უპასუხისმგებლოა

დასავლეთის მოწოდებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ უპასუხისმგებლოა, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ზოგიერთი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ არსებობს ერთადერთი და უმარტივესი გამოსავალი ამ სიტუაციიდან - რუსული ჯარების გაყვანა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არ ითვალისწინებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის პირობების შენარჩუნების აუცილებლობას“, - განაცხადა ნებენზიამ.

მისი თქმით კიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „დაუდევარი თავდასხმები“ უნდა შეწყვიტოს.

„მოგიწოდებთ, აიძულოთ კიევი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაუდევარი თავდასხმები შეწყვიტოს“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

შეხვედრის დროს, ვასილი ნებენზიამ პუტინის მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკველობაში უკრაინელი სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

„ავტომობილი აფეთქდა. მასში დარია დუგინა იმყოფებოდა. ჩვენი კომპეტენტური ორგანოები იძიებენ მომხდარს და წინასწარი დასკვნებით, ეს ამაზრზენი დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა.

გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გამართა. სხდომა რუსეთმა მოიწვია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა