ვალერი ზალუჟნი - დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს - დამოუკიდებლობას აქვს ხმა, ეს არის წინაპრების ხმა

როგორ შეიძლება იგრძნო დამოუკიდებლობა? ვინც მისთვის იბრძვის, იცის მისი გემო, ეს ნიადაგის გემოა, რომელიც კანშია გამჯდარი, ეს სისხლისა და სიკვდილის გემოა, რომლითაც ჰაერია გაჟღენთილი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს.

„დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს. დამოუკიდებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე გაწევს. შენ ბრძოლაში მიდიხარ და იცი, რომ იქიდან ყველა არ დაბრუნდება. დამოუკიდებლობას აქვს ხმა, ეს არის წინაპრების ხმა, ისინი დაიღუპნენ ბრძოლებში. ეს არის დედების კივილი, რომლებიც შვილებს მარხავენ, ჩვენი შვილების ხმა, რომლებსაც არ აურჩევიათ დაბადების დრო და ადგილი, მაგრამ დიდი ომის დროს ცხოვრება მოუწიათ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025