ჯო ბაიდენი - ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს

ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მწარეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა შეუბრალებელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე საკუთარი თავის, მათი ქვეყნის და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის მიმართ. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო