ლატვიის პრეზიდენტი იმ რუსულენოვანი მოსახლეობის იზოლირების მოწოდებით გამოდის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სახელმწიფოს კურსს ეწინააღმდეგებიან

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი რუსულენოვანი მოსახლეობის იზოლირების მოწოდებით გამოდის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს პოლიტიკურ კურსს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ლატვიურ მედიასთან ინტერვიუში ლევიტსმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრა დასავლეთისთვის „რუტინად“ იქცა.

ბალტიისპირეთის ქვეყნის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ლატვიის საზოგადოებაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები დაფიქსირდა, ხოლო ლატვიის მოქალაქეები „უფრო პატრიოტები“ გახდნენ.

ლატვიის პრეზიდენტის აზრით, დადებითი ეფექტი არის ის, რომ საზოგადოების უმრავლესობა „უფრო აცნობიერებს“ საკუთარ ქვეყანას და თავისუფლების ფასს.

ლევიტსის თქმით, უარყოფითი ეფექტი არის ის, რომ გამოჩნდა "რუსული საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ არის ლოიალური სახელმწიფოს მიმართ", მანვე აღნიშნა, რომ "ჩვენი ამოცანაა გავუმკლავდეთ საზოგადოების [რუსულენოვან] ნაწილს და მათი იზოლირეაბა მოვახდინოთ საზოგადოებისგან".

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს