უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს ვირტუალურად მიმართა და მოუწოდა, რომატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA), რაც შეიძლება მალე უნდა აიღოს მუდმივი კონტროლი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში არსებულ ვითარებაზე.
მან ასევე მოუწოდა რუსეთს მთლიანად გაიყვანოს ჯარები ბირთვული ობიექტიდან.
„რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა. ფაქტია, რომ რუსმა სამხედროებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ომის ზონად გადააქციეს. ახლა ევროპას და მეზობელ რეგიონებს რადიაციული დაბინძურების საფრთხე ემუქრებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის "სერიოზულად შეშფოთებულია" ზაპოროჟიეში შექმნილი ვითარებით.
„სიტუაციის შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება თვითგანადგურებამდე მიგვიყვანოს", - დასძინა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას.