ვოლოდიმირ ზელენსკი - დნეპროპეტროვსკში სამგზავრო მატარებელზე რუსების სარაკეტო დარტმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ჩაპლინოს სადგურზე, სამგზავრო მატარებლის ვაგონებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაიჭრა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„სწორედ ახლა, როდესაც ამ მიმართვისთვის ვემზადებოდი, მივიღე ინფორმაცია, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, პირდაპირ სამგზავრო ვაგონებზე, დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადგურ "ჩაპლინოზე" ოთხი ვაგონი იწვის. ამ დროის მონაცემებით, მოკლულია, სულ მცირე, 15 ადამიანი, ორმოცდაათამდე კი დაჭრილია“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

„სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო