კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევის ოლქში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება „ტელეგრამში“ წერს.

"გვაქს ინფორმაცია, რომ ვიშგოროდსკის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ვაზუსტებთ ინფორმაციას. გადაუდებელი დახმარების სამსახურები უკვე მუშაობენ", - წერს ის.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

კულებამ ოლქის მოსახლეობას მოუწოდა, უყურადღებოდ არ დატოვონ განგაშის სიგნალი.