გუბერნატორი - რუსულმა ძალებმა წუხელ კრივოი როგი კასეტური საბრძოლო მასალებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ კრივოი როგის მეტალურგიის რაიონი „ტორნადო ს“ - ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით დაბომბეს, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვნელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.
გუბერნატორმა მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებობს აუფეთქებელი ჭურვების აფეთქების საფრთხე.
„კრივოი როგი. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ტორნადო- ს“ (ოპერაციული დიაპაზონი 120 კილომეტრამდე) კასეტური საბრძოლო მასალით მეტალურგიის რაიონში. მიმდინარეობს შედეგების დაზუსტება. ყველა სამსახური მუშაობს. ძალიან ფრთხილად იყავით - შეიძლება აუფეთქებელი საბრძოლო მასალები იყოს“, - წერს ვილკული.
შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა წუხელ კიევის ოლქი დაბომბეს.

























