სახელმწიფო დეპარტამენტი - მარიუპოლში უკრაინელი დამცველების სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების მასხარად აგდებაა

რუსეთის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული „ტრიბუნალების“ გამართვის დაგეგმვით, კრემლი ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ომის გამო და ყურადღება უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან სხვა რამეზე გადაიტანოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ დატყვევებული უკრაინელი სამხედროების ე.წ. სასამართლო პროცესები მართლმსაჯულების მასხრად აგდებაა.

„დაგეგმილი შოუ სასამართლო პროცესები არალეგიტიმურია და მართლმსაჯულების მასხრად აგდებაა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ მიიღონ ომის ტყვის სტატუსი“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ტყვეობაში მყოფებს აღნიშნული სტატუსის შესაბამისად უნდა მოექცნენ, რასაც ჟენევის კონვენციები ითვალისწინებს.

„მოვუწოდებთ მოსკოვს, შეასრულოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს