უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, 376 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, მიკოლაივის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

























