ესპანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა

ესპანეთის მთავრობამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სამხედრო დახმარების ტვირთი მოიცავს 20-მდე ჯავშანმანქანას, 75 პალეტს საველე არტილერიისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალით და საჰაერო თავდაცვის ბატარეას, ასევე 1000 ტონა დიზელს, რომლის ღირებულებაა 2.5 მილიონი ევრო.

იარაღის გარდა, მომზადდა ტვირთი, რომელიც მოიცავს 30 000 ზამთრის სამხედრო ფორმას, 15 600 ქურთუკს, 15 000 პიჯაკს. აღნიშნული ტვირთის მიწოდება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერჰი პოგორელცევმა აღნიშნა, რომ კიევი ყველაზე მეტად დაინტერესებულია 155 მმ-იანი ჰაუბიცებისა და 122 მმ-იანი ნაღმმტყორცნების მიწოდებით, რაც მან ესპანეთის მთავრობას უკვე აცნობა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა