რუსული საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, შეფერხებების შემდეგ, ზაპოროჟიეს რეგიონის ყველა ქალაქსა და რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ელექტროგადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა 750 კილოვოლტის ჰაერში გაყვანილ ელექტროენერგიის განაწილების ხაზის უსაფრთხოების ზონის ტერიტორიას. ხანძარი ელექტროგადამცემ ხაზებზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია. , - განაცხადა ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიების რუსმა გუბერნატორმა, ევგენ ბალიცკიმ.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საავარიო დაცვამ იმუშავა, გამორთული იყო ორი ენერგობლოკი, რის შემდეგაც ზაპოროჟიეს რაიონი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.
როგორც ბალიცკიმ განმარტა, ხანძრის ჩაქრობისთანავე ექსპლუატაციაში შევიდა ერთი ბლოკი. მისი განცხადებით, მიმდინარეობდა სამუშაოები რეგიონის ელექტრომომარაგების აღდგენისა და მეორე ენერგობლოკის ამუშავებაზე.