ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიაწვდიან ისეთ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას არ მისცემს ისეთ იარაღს, რომლის საშუალებითაც ის დარტყმის განხორციელებას რუსეთის ტერიტორიაზე შეძლებს.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მან თქვა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით“, -აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს.

ამასთან, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი „სრულიად განსხვავებულ ომში“ არ გადაიზარდოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს