უკრაინელმა სამხედროებმა მიმდინარე კვირაში რუსების საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა მიმდინარე კვირაში რუსების საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„საბრძოლო მასალის საცავი არის ჩვენი არტილერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე, რადგან ეს არის მარაგი, რომლის გამოყენებასაც მტერი აპირებდა ჩვენი დანაყოფების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.

ნატალია ჰუმენიუკის თქმით, აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის.

„მიმდინარე კვირის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილი და ჯერ კიდევ გვექნება დრო”, - აღნიშნა ნატალია ჰუმენიუკმა.