ალექსი არესტოვიჩი - ომის მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც ორ-სამ თვეს გაგრძელდება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპს წინ უძღოდა სამი წინა ეტაპი: სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივოი-როგის მიმართულებებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები (10 ივლისიდან 10 აგვისტომდე).

"ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და დაარტყამენ ერთმანეთს, რაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ დარტყმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS-ები და მათ არა," - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ომის მეოთხე ეტაპი ზამთრამდე - ორიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით