უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორის მუშაობის განახლებას ცდილობს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გუბერნატორის თქმით, ატომური სადგურის მეექვსე რეაქტორი სრული სიმძლავრის 10%-ით მუშაობს, ხოლო მეხუთე რეაქტორი მუშაობის აღდგენის პროცესშია.
შეგახსენებთ, გუშინ, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი გაითიშა.