ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელს ხელახლა დაუკავშირდა, -ამის შესახებ კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ქსელს დაუკავშირდა და სიმძლავრეს იკრებს.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკი, რომელიც გუშინ დაიხურა, ელექტროქსელს შეუერთდა, სიმძლავრის გაზრდა გრძელდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ენერგოქსელიდან გაითიშა.