საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი მთიან რეგიონებში ღია კარის დღეებს მართავს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახლადდაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ მიზნით, საქართველოს მთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებში ღია კარის დღეები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოთხივე პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული. ეს პროგრამებია: მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის ერთობლივი მოდელის შემუშავება. რექტორის თქმით, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, შოტლანდიის მაღალმთიანეთისა და მყინვარების უნივერსიტეტსა (UHI) და იტალიის მთის უნივერსიტეტთან (UNIMONT) თანამშრომლობა უკვე აქტიურ ფაზაშია.

„ჩვენი უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ტექნიკურ და პრაქტიკულ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს თემატური პარტნიორობა ისეთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: შოტლანდიის მაღალმთიანეთისა და მყინვარების უნივერსიტეტი და იტალიის UNIMONT-ი. ამ ეტაპზე შემუშავებულია თანამშრომლობის მოდელი, რაც საშუალებას იძლევა, მოვამზადოთ ერთობლივი ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ განათლების მიღებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მსგავსი კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, მოიპოვონ ორი დიპლომი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ევროპული უნივერსიტეტების. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ევროპის მთის მდგრადი განვითარების საგანმანათლებლო ქსელში გასაწევრიანებლად, UHI-ი და UNIMONT-ი ფაკულტეტს აქტიურ პატრონაჟს გაუწევენ მთის პრობლემატიკაზე მომუშავე სხვა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, „ერაზმუს პლუსის“ ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი სასწავლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების კუთხით. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ამ პროცესებს მეტად გავააქტიურებთ“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღია კარის დღე გამართეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - დუშეთისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი რესურსცენტრების ორგანიზებით მოწყობილ ღია კარის დღეებზე მიწვეული იყვნენ საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, სტუდენტები, აბიტურიენტების მშობლები, პედაგოგები, სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. გაცნობითი ხასიათის ღონისძიებებს, ასევე, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთის სტრატეგიული მდგრადი განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი და საბჭოს წევრები, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, დუშეთისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტებში მოქმედი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ღია კარის დღეები გამორჩეულად ხალხმრავალი იყო და მოხარული ვართ, რომ ყველა ღონისძიება ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ამომწურავი პასუხები გავეცით დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს: ვისაუბრეთ ევროპის მსგავსი პროფილის უნივერსიტეტებთან დაგეგმილ პარტნიორობაზე, მთიანი რეგიონების აღორძინების კუთხით ფაკულტეტის სამომავლო და მნიშვნელოვან როლზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოწვევებზე, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე, სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობებსა და ყველა იმ საკითხზე, რაც განსაკუთრებით აინტერესებთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. რაც მთავარია, მივაღწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს დუშეთისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებთან, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების, საზაფხულო სტუდენტური ბანაკების მოწყობის, დარგობრივი პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნავს ნოე ხოზრევანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტში, ამავე სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოში შედგა.

„ორგანიზაციებთან შეხვედრები მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვისაუბრეთ იმ სამომავლო მიზნებსა და შესაძლებლობებზე, რაც ახლადშექმნილ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს გააჩნია. მხარეებს გავაცანით ჩვენი აკრედიტირებული პროგრამების მიზნები, თემატიკა, სწავლების მეთოდები, მოსალოდნელი შედეგები, მივაწოდეთ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და მათთან სამომავლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ. ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მაღალი ინტერესი გამოიწვია იმ შესაძლებლობამ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის მცოდნე სპეციალისტთა მომზადებით, სამომავლოდ, სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის და პირველად საქართველოს პირობებში, რეგიონული დონის ყველა სამსახურისთვის მთის მცოდნე, მდგრადი განვითარების ექსპერტ-სპეციალისტებს აღზრდის“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრებზე ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გამოხატეს ინტერესი და მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტთან დარგობრივ სფეროებსა და გარემოსმცოდნეობაში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ პროექტების შემუშავების, პრობლემური საკითხების მონიტორინგისა და შეფასების, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკებისა და საკურაციო სფეროებში მათი დასაქმების მიმართულებით.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში