უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში - ოკუპირებული ყირიმის მორგები და საავადმყოფოები გადავსებულია რუსი ჯარისკაცებით

ოკუპირებული ყირიმის მორგები და საავადმყოფოები გადავსებულია რუსი სამხედროებით, რადგან უკრაინის სამხრეთით დაჭრილი და გარდაცვლილი რუსი სამხედროები სწორედ ნახევარკუნძულზე გადაჰყავთ.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტამილა ტაშევამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჯანკოეში სამოქალაქო პირებს იშვიათად უშვებენ საავადმყოფოებში. მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ასეთ ქალაქებში, როგორიც არის ჯანკოი, არმიანსკი, სიმფეროპოლი და სევასტოპოლი, გამოიყენება რუსი სამხედროების მომსახურებისთვის.

ტამიშევამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ წვევამდელებს ომს აიძულებენ მიუხედავად დაპირებისა, რომ მათ ფრონტზე არ გაუშვებდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო