უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ომის ფრონტის ხაზზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის გაფართოების შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, ქალების ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად ევაკუაცია პრიორიტეტული იქნება აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონის ზოგიერთი რაიონიდან, ისევე როგორც სამხრეთ ზაპოროჟიესა და მიკოლაივის რეგიონებიდან.
„მე არ ვსაუბრობ მთელ რეგიონებზე, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს სავალდებულო ევაკუაციას და ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ვერეშჩუკმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ისინიც რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგანან და დასძინა, რომ თუ იქ დარჩებიან, ისინი დაიტანჯებიან, განსაკუთრებით კი ბავშვები.