ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც რუსეთში ომის შემდეგ შევიდნენ, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლება ექნებათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის პასპორტის მქონე იმ პირებს, რომლებიც რუსეთში „სპეციალური სამხედო ოპერაციის“ შემდეგ შევიდნენ, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ექნებათ.

მედიის ცნობით, აქამდე უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში დარჩენა მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში შეეძლოთ.

უფრო ხანგრძლივი დარჩენის ან მუშაობისთვის საჭირო იყო სპეციალური ავტორიზაცია ან მუშაობის ნებართვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი იუწყება, დროებითი განკარგულების მიხედვით, ახალი ზომები უკრაინის მოქალაქეებსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს, უფლებას აძლევს, იცხოვრონ და იმუშაონ რუსეთში სამუშაო ნებართვისა და „ვადების გარეშე“.

ამასთან, განკარგულება კრძალავს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ საქმე ეხება ციხიდან გათავისუფლებულ ან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირებს.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს