რუსეთის მტკიცებით, ზაპოროჟიეში ობიექტზე, სადაც უკრაინული ვერტმფრენების შეკეთება მიმდინარეობს, იერიში მიიტანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე ობიექტზე, სადაც უკრაინული ვერტმფრენების შეკეთება მიმდინარეობს, იერიში მიიტანეს.

„რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის იარაღით ქალაქ ზაპოროჟიეში, Motor Sich -ის ქარხნის ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს საწარმოო მაღაზიებზე, რომლებშიც უკრაინის საჰაერო ძალების ვერტმფრენების შეკეთება მიმდინარეობდა”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ბოლო ორი დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბომბავენ.

ცნობისთვის, უკრაინა და რუსეთი, რადიაციული გაჟონვის პოტენციური საფრთხის ფონზე, ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის სიახლოვეს განხორციელებულ დაბომბვებში ერთმანეთის დადანაშაულებას აგრძელებენ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს