Financial Times - ევროკავშირი მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს

ბრიტანული გამოცემა Financial Times -ის ცნობით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს. 2007 წელს დადებული შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში, რუსებს გაურთულდებათ და გაუძვირდებათ შენგენის ზონის დოკუმენტების მიღება.

როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ ხდება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების ცალმხრივად დაკეტვით დაიმუქრა, ხოლო ბლოკის წევრი სხვა სახელმწიფოები კი რიგითი რუსების ევროკავშირში ტურისტული ვიზებით გამგზავრების შესაჩერებლად, კოლექტიური ქმედებების მოწოდებით გამოდიან.

Financial Times-ის ინფორმაციით, მინისტრები პრაღაში, ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც სამშაბათს დაიწყება, გეგმავენ პოლიტიკური მხარდაჭერა დააფიქსირონ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების მიმართ.

„რუს მოსახლეობას ჩვენ სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ომი არ არის კარგი, ეს არ არის მისაღები“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს