დმიტრო კულება - რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს - რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან, მათ იქ არაფერი ესაქმებათ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რითაც მთელი კონტინენტი საფრთხეშია.

მისი თქმით, რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ სადგურიდან, რადგან მათ იქ არაფერი ესაქმებათ.

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან - მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო