უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ხერსონსა და ნოვა კახოვკაში რუსეთის შტაბებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება.
ამ ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს რუსული ჯარების სამ სამეთაურო პუნქტს ხერსონსა და დარიევკაში, ასევე რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის შტაბს ნოვა კახოვკაში.
ამავე ცნობით, განადგურდა საბრძოლო მასალის საწყობები ლიუბიმოვკასა და ხერსონში.