დეპუტატი - უკრაინელებმა ხერსონში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავები და სამხედრო ნაწილი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატზე, სერჰი ხლანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ საოლქო ცენტრში საბრძოლო მასალის საცავებსა და მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს.

„ხერსონის ოლქი. ორკებისთვის წუხანდელი ღამე იოლი არ იყო. ბევრისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა. „ჩამოფრენები“ საწყობებსა და რაშისტების სამხედრო ნაწილში“, - წერს ხლანი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო