იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სწორედ ამიტომ არ ითვალისწინებს

„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია - სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის მიერ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად, პრობლემის შესახებ მაინც და მაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას.

„იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი ვილაპარაკეთ უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ახლა პროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, სალაპარაკო თემა ახლა გახდა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. გარდა ამისა, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო