უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„ძალიან ვთხოვთ მშვიდობიან მოსახლეობას, თუ არ იყო ან არ არის შესაძლებელი ქალაქებიდან ევაკუაცია, სადაც შესაძლოა აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყოს, თავშესაფარი იპოვონ და დაელოდონ - ვითარება დინამიურად იცვლება“, - განაცხადა მან.

ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია