რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ინფრასტრუქტურული ობიექტების მნიშვნელოვანი დაზიანება არ დაფიქსირებულა.

სტარუხის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების დაზუსტება.