დავით უსუფაშვილი - ჩვენი პოზიციაა, რომ ომბუდსმენის კანდიდატი შევარჩიოთ არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან - ამას იზიარებს ოპოზიციური ჯგუფების უმრავლესობა

ჩვენი პოზიციაა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა ომბუდსმენის კანდიდატი შევარჩიოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან, ზუსტად ისევე, როგორც წინა ომბუდსმენის შერჩევა მოხდა - ამ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების უდიდესი უმრავლესობა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო სუბიექტებს შორის იმართება, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ისინი მხოლოდ კომიტეტების, ბიუროსა და პლენარულ სხდომებში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არ ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

„სამუშაო ჯგუფებზე „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით. იმისთვის რომ ჩვენ გვყავდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ომბუდსმენი მომავალშიც, რომ შესრულდეს ევროკავშირის ძალიან მკაფიო მითითება, რომ უნდა მოვახერხოთ დამოუკიდებელი და მაღალი ნდობის მქონე კანდიდატი ომბუდსმენად, ჩვენ ვთავაზობთ ყველას - არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის მქონე ხალხიდან შევარჩიოთ კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მხარს დავუჭერთ ერთობლივად. შეგახსენებთ, 90 ხმა არის საჭირო ომბუდსმენის ასარჩევად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა