Reuters - საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან

Reuters - საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან

ევროკავშირმა რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა აუკრძალოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსეთის მოქალაქეებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსიც Reuters-ისთვის გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებაც განიხილება.