უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედროების ფარული მობილიზაცია წარუმატებელი აღმოჩნდა

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ფარული მობილიზაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო "ტელეგრამ" არხზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ უფრო მეტი რუსი ამბობს უარს კრემლის დიქტატორის იდეებისთვის სიკვდილზე წასვლაზე.

დაზვერვის მონაცემებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად დაახლოებით 4500-5000 ,,ბოევიკი“ იმყოფება.

„ისინი მუშაობენ გარკვეული მიმართულებებით, როგორც თავდასხმის რაზმები, რომლებიც მოქმედებენ შეტევითი ჯარების პირველ ხაზში“, - აღნიშნავს სადაზვერვო სამსახური.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2023 წელს არმიის 140 000 კაცით გაზრდის შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს