ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს და მისი დელეგაციის წევრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის წინ შეხვდა.

უკრაინის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უსაფრთხოების კორიდორების გავლით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მიაღწევს და ყველაფერს გააკეთებს "გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად". გარდა ამისა, ზელენსკი ელექტროსადგურის "სასწრაფო დემილიტარიზაციის" მოწოდებით გამოვიდა.

ბირთვული ობიექტი მარტიდან რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, თუმცა უკრაინელი პერსონალი კვლავ იქაა დასაქმებული და ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ელექტროქსელთან არის დაკავშირებული.

ბოლო კვირების განმავლობაში, ბირთვული ობიექტის მიმდებარედ ბრძოლებმა ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე მზარდი შეშფოთება გამოიწვია. უკრაინა და რუსეთი ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს