პენტაგონის პრესსპიკერი - რუსეთმა ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია

რუსეთმა თეირანიდან ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„სხვადასხვა ტიპის ასობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატის იმპორტი, სავარაუდოდ, რუსეთის გეგმების ნაწილია”, - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. ამასთან, რაიდერი დასძენს, რომ არსებული სადაზვერვო ინფორმაციით, მოწყობილობამ „უკვე განიცადა მრავალი მარცხი“.

ცნობისთვის, ომში უკრაინაც და რუსეთიც დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ როგორც თავდასხმისთვის, ასევე სადაზვერვო მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო