რუსეთი მის კონტროლს დაქვემდებარებულ უკრაინის ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმის მოსაწყობად ემზადება, რათა შედეგებით მანიპულირება მოახდინოს და განაცხადოს, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ თავისუფალ რეფერენდუმზე უკრაინელები აირჩევდნენ, რომ არ შეუერთდნენ რუსეთს.